სოციალური მედია დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. საზოგადოების ნაწილი, სწორედ, სოციალური ქსელების მეშვეობით იღებს ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესს საზოგადოებასთან კომუნიკაციის მრავალფეროვან საშუალებას სთავაზობს. სოციალური მედია აძლევს ბიზნესს ახალ დამატებით შესაძლებლობას, იურთიერთოს ხალხთან თანამედროვე არხით, მოიზიდოს პოტენციური მომხმარებელი და დაიმკვიდროს თავი ბაზარზე. ვინაიდან, სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა სულ უფრო მზარდია, ბიზნესი უნდა ცდილობდეს არ დაკარგოს სამიზნე აუდიტორიამდე ინფორმაციის მიტანის ეს გზა.
 
სოციალური მედია მარკეტინგი ცალსახად არის ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება საქართველოში.
 
ფეისბუქი, ინსტაგრამი, ლინკედინი, იუთუბი, ტიკტოკი – ეს ის არხებია, რომლებზეც აქტიურობენ ქართული კომპანიები, ცნობადობისა და მეტი გაყიდვების უზრუნველსაყოფად.
 
სოციალური მედიის მართვის მომსახურების პაკეტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
 
მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება – ამ ეტაპზე ხდება მიზნების დასახვა, სარეკლამო გეგმის შემუშავება, პოტენციური მომხმარებლის განსაზღვრა და შესაბამისი კონტენტის შინაარსის მოფიქრება.
 
სარეკლამო კონტენტის (პოსტების) შექმნა – პოსტები იქმნება წინასწარ განსაზღვრული შინაარსის მიხედვით, ეფექტური დიზაინითა და ტექსტით.
 
სარეკლამო აქტივობის განხორციელება – პოსტების შედგენის შემდგომ ხდება მათი დარეკლამება მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით, ასაკის, სქესის და ადგილმდებარეობის მიხედვით.
 
შედეგების მონიტორინგი & ანალიზი და კორექცია – მიღებული შედეგები ფასდება და ხორციელდება კორექცია, რომელიც მიმართულია შედეგების გაუმჯობესებისკენ.