გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციაა, რომელსაც მომხმარებლამდე გარკვეული მესიჯის მიტანა შეუძლია. შესაბამისად, გრაფიკული დიზაინი მარკეტინგის ნაწილია. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიები დამოკიდებულნი არიან წარმატებულ მარკეტინგულ ძალისხმევაზე, ხოლო მომხმარებელს სულ უფრო მეტად იზიდავს ვიზუალური შინაარსი, გრაფიკული დიზაინი ხელს უწყობს ბიზნესის რეკლამირებას და ეფექტური კომუნიკაციის საწინდარია.

Gooddesign გთავაზობთ სარეკლამო დიზაინს, რომელიც მოიცავს შემდეგ ელემენტებს: გარე რეკლამა, სტიკერი, ფლაერი, აფიშა, მანქანის ბრენდირება, მენიუს დიზაინი და სხვა.